Lika2672
ბლეზ პასკალის მოკლე ბიოგრაფია
დღეს, 19 ივნისს, ბლეზ პასკალის 386–ე დაბადების დღეა!
გილოცავთ ფრანგი მათემატიკოსის, ფიზიკოსის, ლიტერატორის, ფილოსოფოსის, მორალისტის, კიბერნეტიკოსის, ალბათობის თეორიის ერთ–ერთი ფუძემდებლის, ჰიდროსტატიკის, როგორ მეცნიერების ერთ–ერთი დამაარსებლის ბლეზ პასკალის დაბადების დღეს.
"იყო ერთი კაცი, რომელმაც
- თორმეტი წლის ასაკში, "რგოლებისა" და "ჯოხების" თამაშით ხელახლა აღმოაჩინა გეომეტრია
- თექვსმეტი წლისამ დაწერა დიდებული მეცნიერული ტრაქტატი კონუსური კვეთის შესახებ, რომლის ბადალიც ანტიკურობის შემდეგ იშვითად თუ შეუქმნია კაცის გენიას
- თვრამეტი წლისამ "არითმეტიკულ მანქანას" გადაუნერგა ყველაფერი, რაც ახასიათებს ადამიანის გონიერებას;
- ოცდასამი წლისამ დაამტკიცა, რომ ჰაერს სიმძიმე აქვს და ამრიგად, ბოლო მოუღო ძველი ფიზიკის ერთ–ერთ უდიდეს შეცდომას;
- ხოლო იმ ასაკში, როცა სხვები ძლივს აღწევენ გონებრივ სიმწიფეს, არსებითად ამოწურა ადამიანური ცოდნისა და მეციერების ვეება სფერო, შეიცნო მათი უბადრუკობა და ამაოება და მთელის არსებით მიიქცა სარწმუნოების მიმართ;
- აქედან მოყოლებული ვიდრე თვით აღსასრულამდე (იგი ოცდაცხრამეტი წლისა გარდაიცვალა), ავადმყოფმა და სნეულებით გაწამებულმა შექმნა ენა, რომლითაც აამეტყველა ბოსიუე და რასინი; დავიტოვა ყველაზე მახვილგონივრული სატირის, ისევე როგროც ყველაზე დახვეწილი მსჯელობის უებრო ნიმუშები;
- და ბოლოს, ტკივილის უსასტიკეს შეტევებს შორის, სულისმოთქმიის ხანმოკლე შეულედებში, თავშესაქცევად გადაწყვიტა გეომეტრიის ერთ–ერთი ურთულესი პრობლემა და ქაღალდზე გადაიტანა აზრები, რომელთა ავტორობაც შეიძლება მიეწეროს ღმერთს, ისე კაცს.
ამ თავზარდამცემ გენიას ერქვა ბლეზ პასკალი" – ფრანსუა რენე დე შატობრიანი.
გაეცანით ვიკიციტატაში პასკალის აზრებს და ვიკისაწყობში გვერდს – ბლეზ პასკალი
Utilisateur:Unmerklich/ნავჩარჩო
მე არ ვიცი, რა არის ჩემი სხეული, ჩემი გრძნობა, ჩემი სული და ჩემი არსების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს იმას, რასაც მე ვამბობ, რომელიც ცდილობს აზრით მისწვდეს და შეიცნოს ყველაფერი, შეიცნოს თავისი თავი, მარგამ უკეთ როდი იცნობს საკუთარ თავს, ვიდრე სხვა დანარჩენს.
მე ვხედავ სამყაროს საშინელ სივრცეს, რომელშიაც ვარ ჩაკეტილი.
მე ვგრძნობ, რომ მიჯაჭვული ვარ ამ უვრცესი სამყაროს მხოლოდ ერთ კუნჭულს, მაგრამ არ ვიცი, რად მხვდა წილად სწორედ ეს კუთხე და არა რომელიმე სხვა ადგილი, ან რად მებოძა სასიცოცხლოდ ერთი სწრაფმავალი წამი მარადისობის სწორედ ამ და არა რომელიმე სხვა წერტილში, მარადისობისა, რომელიც წინ უსწრებს ჩემს დასაბამს და რომელიც მოსდევს ჩემს დასასრულს.
მე ვერაფერს ვხედავ ჩემს ირგვლივ უსასრულობის გარდა, რომელიშიაც ატომივით ვარ ჩაკარგული. ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ჩრდილია, რომელიც წამით ევლინება უსასრულობას, რათა ამ წამის წარხდომისთანავე უკვალოდ გაქრეს.
მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მალე მოვკვდები, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ვიცნობ სწორედ ამ სიკვდილს, რომელსაც ვერ გავექცევი, ვერ ავიცილებ.
არ ვიცი, საიდან მოვედი;
არ ვიცი, სად უნდა წავიდე;
მხოლოდ ის ვიცი რომ გარდასვლის შემდეგ ან არარაობად ვიქცევი, ან უფლის რისხვის საბრალო მსხვერპლად, მაგრამ არ ვიცი, ამ ორი შესაძლო ხვედრიდან რომელი მელის.
აი ჩემი მდგომარეობა: უბადრუკობა, უმწეობა და უკუნეთი.
აქედან მე შემიძლია დავასკვნა, რომ სიცოცხლის დანარჩენი დღენი უშფოთველად მინდა გავლიო და არა იმაზე ფიქრით, თუ რა მელის სიკვდილის შემდეგ.
ჩემში მხოლოდ ზიზღს იწვევს ის ვინც იტკიებს აუტკივარ თავს;
არა მე მსურს შლეგივით უშიშრად და უდარდელად შევხვდე აღსასრულს, უდრტვინველად შევეგებო კარს მომდგარ სიკვდილს.
დაე, ნუ მეცოდინება ხვედრი რომელსაც მიმზადებს მარადისობა.